კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საქართველოში საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ემიგრანტები მივიდნენ. 
ისინი ამ წუთებში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს კოტე სურგულაძეს ხვდებიან. 
შეხვედრის საუბრის თემა ჯერჯერობით უცნობია. ემიგრანტების განცხადებით, ისინი ამაზე კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ  გააკეთებენ. 
საქართველოში ემიგრანტთა 7 კაციანი ჯფუფი გუშინ გამთენისას ბელგიიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, თურქეთიდან და აშშ-დან დაბრუნდა. 
როგორც ისინი აცხადებენ, მათ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ საქართველოში 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლამ უბიძგა. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












