სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,  უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კულტურის მინისტრობის კანდიდატს გურამ ოდიშარიას ახალი მუზეუმის აშენების ინიციატივით მიმართა. 
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს.
პატრიარქის ინიციატივით, მუზეუმში ის ექსპონატები უნდა განთავსდეს, რაც აქამდე საცავებში ინახება. 
„მქონდა პატივი მესაუბრა პატრიარქთან. მან დაასახელა ერთი კონკრეტული ადგილი და თქვა, რომ იქ გაკეთდეს მუზეუმი და რაც საცავებში გვაქვს ეს ყველაფერი გამოვფინოთ. პატრიარქის აღნიშნული  იდეა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“ - განაცხადა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












