კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის  ზვიად ძიძიგურის განცხადებით, შესაძლოა, უმრავლესობამ ექვსი  ფრაქცია შექმნას.  
როგორც მან „ქართული ოცნების“ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიციაში 6 პარტია შედის შესაბამისად, ფრაქციას ექვსივე შექმნის.  
„ვიცი, რომ პარლამენტში უმრავლესობის მხრიდან 6 ფრაქცია იქნება. თუმცა, შესაძლოა, პარტიებმა გადაწყვეტილება შეცვალონ. ეს მათი გადასაწყვეტია“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 
რაც შეეხება სპიკერატსა და კომიტეტებთან დაკავშირებულ ცვლილებებს ძიძიგურის განცხადებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს პარლამენტის მუშაობის დაწყების შემდეგ მიიღებენ. 
„სპიკერატსა და კომიტეტებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ვისაუბრეთ, მაგრამ როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ და როგორი იქნება კონკრეტული დამოკიდებულება ამა თუ იმ თანამდებობის არსებობის ან არარსებობის შესახებ, ამაზე გადაწყვეტილებებს პარლამენტში მივიღებთ“ - აღნიშნა ძიძიგურმა. 
ამჟამად დაზუსტებულია ის, რომ ფრაქციებს „ქართული ოცნება“, „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკები“ და „კონსერვატორები“ შექმნიან. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












