ჯავის რაიონის სოფელ მზივში, რამდენიმე წუთის წინ 4,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. როგორც „ნიუსპრესს“ სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრა საშუალო სიმძლავრის იყო.
ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი და იორდანია სირიის ტერიტორიაზე სპეცრაზმის გადასმის გეგმაზე მუშაობენ, რომლებმაც ქვეყანაში ქიმური შეიარაღების ნეიტრალიზება უნდა მოახდინონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Financial Times“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შსს ზარალის ლიკვიდაციისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში სტიქიის ღამესვე ჩაერთო.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზაზა გაბუნია კომუნალური გადასახადების ერთიანი ქვითრის გაუქმების ინიციატივას მისასალმებელს უწოდებს.
კოლუმბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა კოლუმბიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ხუან მანუელ სანტოსს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი დოკუმენტს - „ხელშეკრულება საქართველოსთან“ დისკრიმინაციულს უწოდებს.