logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილმა თელავში აღდგენით სამუშაოები დაათვალიერა
მიხეილ სააკაშვილმა თელავში აღდგენით სამუშაოები დაათვალიერა
17:43 20.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს თელავის რაიონში სტიქიის ლიკვიდაციის მიზნით მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
იგი თავისუფლების ქუჩაზე თავდაცვის მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად იმყოფებოდა.
სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა და რეზერვისტთა ასეულებია მობილიზებული. პრეზიდენტი მათ პირადად გაესაუბრა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენი იმედი უნდა ჰქონდეს ხალხს და აქაურ საზოგადოებას. მთავარია, რომ გადავრჩით. თელავს ისე გავაკეთებთ, როგორიც არასოდეს ყოფილა“- აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი დღესვე, თელავის რაიონის სოფელ შალაურსაც ესტუმრა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
სააკაშვილმა მოსახლეობას ის გეგმები და პროგრამები გააცნო, რომელთაც მთავრობა სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში, სოფლებსა და ქალაქებში ახორციელებს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მთავარია, რომ ყველა დაზარალებული მთავრობისგან კომპენსაციას მიიღებს.
„დაზარალებულთა 90% 1 500 ლარს მიიღებს. ასევე, მათ კრედიტების დაფარვა გადაუვადდებათ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, თურქეთიდან უკვე ჩამოაქვთ სპეციალური ინვენტარი და გარდა ამისა, მოსახლეობას სასურსათო პაკეტებიც დაურიგდება.
„ასეთ რამეს არავინ ელოდა. მომავალ წელს ბანკები უნდა დაავავალდებულოთ, რომ კრედიტთან ერთად პირობებში დაზღვევა ჩადონ. იმის შემყურე ხომ არ ვიქნებით როდის რა იქნება. მთავრობა არ მოისვენებს მანამ, სანამ ყველა სახურავი არ გაკეთდება და კომპენსაციას ყველა არ მიიღებს“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, განკარგულება გასცა, რომ სასურსათო პაკეტი თელავის სოფლებშიც დარიგდეს.
19 ივლისს ძლიერმა წვიმამ, რომელსაც თან ქარიშხალი და სეტყვა ახლდა, საქართველოს რეგიონები დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი კახეთს, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს მიადგა. მცხეთა-მთიანეთში რამდენიმე მიმართულებით გზებიც ჩახერგილი იყო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა