საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებით, მთავრობა პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
უწყებაში არ აკონკრეტებენ იმ კომპანიებს, რომლებიც პარლამენტის შენობით არიან დაინტერსებული. ამასთან, არ სახელდება შენობის საპრივატიზაციო ღირებულებაც.
„ყველა დეტალი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება“-განუცხადეს „ნიუსპრესს“ სამინისტროში.
პარლამენტის შენობის მოსალოდნელი პრივატიზაციის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს ქუთასში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. პარლამენტი ქუთაისში მუშაობას შემოდგომიდან შეუდგება, გადასვლის პროცესი უკვე დაწყებულია.

















