პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ ერთ-ერთი ლიდერი, ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ბალიაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თხოვნით მიმართავს.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ „კარდაკარის“ ჩატარების შედეგად, ამომრჩეველთა სიაში, წინასწარი მონაცემებით, 1 მლნ 100 ათასზე მეტი შესწორება შეიტანა.
პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადების 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს.
მოძრაობა „სტუდენტურმა ხმამ“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საპროტესტო-სატირული აქცია - „განათლების პოლიციიზაცია აჩქარებს ევროინტეგრაციას“ პოლიციის ჰიმნის თანხლებით გამართა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს პროექტის - „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის“ ფარგლებში, სახელმწიფო და დარგობრივი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და პროექტის ექსპერტების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარის კოკა გუნცაძის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული უზუსტობა 18-დან 23%-მდე მერყეობს.
საბურთალოს რაიონის ნაწილს 8 ივლისს, 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, გაზმომარაგების შეწყვეტა საშუალო წნევის გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებითაა გამოწვეული.
ქართველ მეცნიერთა ნაწილი საქართველოს ისტორიის ოთხტომეულში, ბოლო 50 წლის განმავლობაში აღმოჩენილი ქართული დამწერლობის ძეგლების არ შეტანის ფაქტს აპროტესტებს. საქმე ეხება ჰოლდინგ „კვირის პალიტრის“ მიერ გამოცემულ 4 ტომეულს.