საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა ქეთევან ბოჭორიშვილმა თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია ამის შესახებ „ნიუსპრესს“ სააგენტოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოჭორიშვილი საქმიანობას, სავარაუდოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზე გააგრძელებს.
ამიერიდან, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობაზე კოორდინაციასა და ზედამხედველობას სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო განახორციელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ კანონში პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით დაამტკიცა.
გადაწყვეტილების თანახმად, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს სამეთავლყურეო საბჭო. საბჭოში სხვა წევრებთან ერთად, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები შედიან.
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი უხელმძღვანელებს, ამ თანამდებობაზე კი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დაინიშნა.

















