logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
კოკა გუნცაძის ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული უზუსტობა 18-დან 23%-მდეა
კოკა გუნცაძის ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული უზუსტობა 18-დან 23%-მდეა
13:56 06.07.2012
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარის კოკა გუნცაძის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული უზუსტობა 18-დან 23%-მდე მერყეობს.  ამის შესახებ გუნცაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას ალტერნატიული „კარდაკარის“ კამპანიის შედეგები გააცნო.
როგორც გუნცაძემ განაცხადა, ლიგის მიერ ალტერნატიული „კარდაკარი“ თბილისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს და მთლიანობაში 1 მლნ 60 ათას ამომრჩეველს მოიცავს, რაც ამომრჩეველთა ერთიანი სიის 40%-ია.
გუნცაძემ დაასახელა ის კონკრეტული ფაქტები, რომელიც საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში დაფიქსირდა და თბილისის ყველა უბნის მონაცემებიც მოიყვანა.
„ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარის თქმით, თბილისში სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა 160 440 შეადგენს. აქედან, გარდაცვლილია 929 ამომრჩეველი. უცხოეთში იმყოფება - 7 809, დაუდგენელია - 19 213, სიაში არ არის - 2 238 ამომრჩეველი.
აქედან გამომდინარე, გუნცაძე აცხადებს, რომ ცვლილებას საჭიროებს ამომრჩეველთა სიის მინიმუმ 18%, თუმცა, თუ ამას დაემატება ამომრჩევლები, რომლებთანაც კონტაქტი არ მყარდება, მაშინ ეს რიცხვი 23%-მდე გაიზრდება.
„ამდენად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 18-23%-იანი უზუსტობა უცვლელ ტენდენციას წარმოადგენს და ეს არჩევნებში ხმების ფალსიფიკაციის ინსტრუმენტია“ - განაცხადა გუნცაძემ.
დღესვე, მან უარყო ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, თითქოს „ამომრჩეველთა ლიგა“ ძველი სიებით ხელმძღვანელობს.
გუნცაძის თქმით, სია, რომელსაც „ამომრჩეველთა ლიგა“ იყენებს, თავად კაციტაძის კომისიის მიერაა მიწოდებული.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა