ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უკვე საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 21:50 საათზე დაეშვა. სახელმწიფო მდივანს
კონტროლის პალატა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შპს „მენეჯმენტ სერვისისთვის“ იმ თანხის დაბრუნებას სთხოვს, რომელიც კონტროლის პალატისვე ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიისგან მომსახურების სახით მიიღო.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე იაროსლავ დავიდოვიჩი ღია დემოკრატიის კომიტეტის განსაკუთრებული მრჩევლის რანგში საქართველოში წინასაარჩევნო პროცესებს დააკვირდება.
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს ღია წერილით მიმართავს, რომელშიც 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე და ამ დღეს დაშავებულებსა და გარდაცვლილებზეა საუბარი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში დღეს საშინაო საქმეთა ევროკომისარს სესილია მალმსტრომს შეხვდა, რომლის შედეგადაც საქართველო-ევროკავშირის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ ოფიციალურად გაიხსნა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბათუმში ხვალ, კოალიცია „ქართული ოცნების“, „ახალი მემარჯვენეების“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდება.