2011 წელს საქართველოში მობილური აბონენტების რაოდენობამ 4 430 613 შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებს 11.3%-ით ანუ 450 341 აბონენტით აჭარბებს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2011 წელს ბაზარზე ოთხი კომპანია - „ჯეოსელი“, „მაგთიკომი“, „მობიტელი“ და „სილქნეტი“ ოპერირებდა.
გასული წლის ბოლო კვარტალში „ჯეოსელის“ საბაზრო წილი 41.7%-ს, „მაგთიკომის“ - 37.9%, ხოლო „მობიტელის“ - 20.4% შეადგენდა. „სილქნეტმა“ მობილური კომუნიკაციების სფეროში ოპერირება 2011 წლის დეკემბერში დაიწყო და წლის ბოლოსთვის 1 782 აბონენტი ჰყავდა.
2011 წელს მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა, დღგ-სა და აქციზის გარეშე, 441 მლნ ლარი შეადგინა. შემოსავლის 73.1% ხმოვან მომსახურებებზე მოდიოდა, 8.8% - მოკლე ტექსტური შეტყობინებაზე, 3.6% - ინტერნეტზე სხვა დამატებით მომსახურებებზე კი - 14.5%.
აღსანიშნავია, რომ თვის განმავლობაში თითო აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი, დღგ-ს და აქციზის გარეშე, 8-დან 9 ლარამდე მერყეობდა.
2011 წელს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურებაზე ავტორიზებული პირების ერთობლივმა შემოსავალმა 952 მლნ ლარი
შეადგინა.

















