მიმდინარე კვირიდან საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომებზე ორი დღის ნაცვლად, კვირაში მხოლოდ ერთხელ შეიკრიბება.
აღნიშნული ინიციატივით დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე გამოვიდა.
როგორც ბაქრაძემ განაცხადა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 29 ივნისამდე აგრძელებს მუშაობას, თუმცა იმის გამო, რომ ძალიან ცოტა ახალი ინიციატივაა წარმოდგენილი, სასესიო კვირაში ორ–ორი სხდომის ჩატარების აუცილებლობა აღარ არის.
რეგლამენტის თანახმად, პლენარული სხდომები სასესიო კვირის სამშაბათს და პარასკევს იმართება.

















