ბათუმში „ტრამპ თაურის“ პროექტის პრეზენტაცია უკვე დაიწყო. პროექტის უშუალო დეტალების საზოგადოებისთვის გაცნობამდე, ღონისძიებაზე ამ წუთებში სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის.
საქართველო სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტის თანამდებობისთვის 10 კანდიდატი იბრძვის. იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი მათგანი ხმების 50%-ს ვერ დააგროვებს, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
ჩვილთა საყოველთაო ნათლობა დღეს, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე გაიმართება. როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან „ძლევაი“ აცნობეს, ნათლობისთვის სულ 850 განაცხადი შევიდა.
რუსთავში დღეს 10 და 21.3-კილომეტრიანი გარბენი ეწყობა. როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოში ამერიკის საელჩოდან აცნობეს, გარბენმა, რომელშიც 100-ზე მეტი ამერიკელი საზღვაო ქვეითი მონაწილეობს, 09.00 საათზე აიღო სტარტი.
ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაცია დღეს შედგება. „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციას სასტუმრო „რედისონში“ დონალდ ტრამპი თავად დაესწრება, რომელიც საქართველოს გუშინ ეწვია.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს გურჯაანში ჩავიდა და სპორტკომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, რომელიც ძველი სპორტული ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ჩვილთა მორიგი საყოველთაო ნათლობა ხვალ, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე გაიმართება. როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან „ძლევაი“ აცნობეს, ნათლობისთვის სულ 850 განაცხადი შევიდა.