საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებიდან არჩევნებზე პირველმა ხმა პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ფრანსუა ბაირუმ მისცა.
სხვა კანდიდატების მსგავსად ბაირუს ადგილობრივი დროით 20.00 საათამდე პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლება არ აქვს.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმიდნაროებს. პრეზიდენტის თანამდებობისთვის 10 კანდიდატი იბრძვის. იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი მათგანი ხმების 50%-ს ვერ დააგროვებს, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
არჩევნებში გამარჯვებას პრეზიდენტობის ორ კანდიდატს უწინასწარმეტყველებენ. საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მთავარი კონკურენტი სოციალისტი კანდიდატი ფრანსუა ოლანდია.
არჩევნების პირველადი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გახდება ცნობილი.

















