რუსთავში დღეს 10 და 21.3-კილომეტრიანი გარბენი ეწყობა.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოში ამერიკის საელჩოდან აცნობეს, გარბენმა, რომელშიც 100-ზე მეტი ამერიკელი საზღვაო ქვეითი მონაწილეობს, 09.00 საათზე აიღო სტარტი.
გარბენი საქართველოში აშშ-ს საელჩოს გახსნის 20 წლისთავს ეძღვნება.
ღონისძიებაში სულ 200 მორბენალი ჩაერთო, მათ შორის ქართველი ჯარისკაცებიც არიან.
გარბენის სპონსორები სააქციო საზოგადოება „საქართველოს ლუდის კომპანია“ და „რედ ბული“ არიან. „საქართველოს ლუდის კომპანია“ თითოეული გარბენის სამ საუკეთესო მორბენალს დააჯილდოებს. კერძოდ, პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები „სამსუნგ გალაქსის“ პლანშეტს, მეორე ადგილზე გასულები – ციფრულ ფოტოაპარატებს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები – MP3 პლეერებს მიიღებენ.
მსურველებმა რეგისტრაცია რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მდებარე ამერიკულ კუთხეში გარბენამდე ერთი დღით ადრე გაიარეს

















