რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „იმარატ კავკაზის“ მეთაური დოკუ უმაროვი მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ სპეცსამსახურებთან - იუწყება „რია ნოვოსტი“.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ფინანსურ ოპერაციებში უზუსტობები ფიქსირდება.
პარტია "ქართული დასის" ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 24 აპრილს პარლამენტში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გადასცა.
,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრს, მრეწველთა პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს მისი მისამართით გაკეთებული განცხადებებისთვის მადლობას უხდის.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რამდენიმე პოლიტიკურ პარტიის ფინანსურ ოპერაციებში ხარვეზები და უზუსტობები დაფიქსირდა.
დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსული სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად სოჭში ტერაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ვესტი“ ავრცელებს.
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ და „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის მხრიდან, ბურჯანაძესა და ხელისუფლებას შორის გარიგების შესახებ განცხადების გაკეთებას გამორიცხავს.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 4 დღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინასა და მოლდოვაში საზღვრის დახმარების ევროკავშირის მისიის (EUBAM) ხელმძღვანელი უდო ბურქჰოლდერი და მისიის მენეჯმენტის მრჩეველი სნეჟანა ნენოვა ეწვია.
კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭებას გულისხმობს, მიუღებელია.
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ჟურნალისტებისგან მეტ გამბედაობას ელის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „სახალხო კრების“ შეხვედრაზე განუცხადა.