2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს დაკავებული მსჯავრდებულები პროტესტის ნიშნად, 26 მაისს ერთდღიანი შიმშილობის აქციას მოაწყობენ.
ამის შესახებ „სახალხო კრების“ წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან „სახალხო კრების“ იმ მიმართვის სავარაუდო შინაარსიც გაახმაურა, რომელსაც კრება საზოგადოებას 21 მაისს გააცნობს. მისი თქმით, ერთი მიმართვა სწორედ პოლიტპატიმრებს ეხება, მერე კი - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
„მისი განცხადებები, თითქოს, აფხაზეთი საქართველოს ტერიტორია არ ყოფილა, მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ამ გამოთქმებით ხელისუფლებამ ოკუპანტებს „გაუპრავა“ საქართველოს ის ტერიტორიები, რომლებიც სურთ დამოუკიდებლად გამოაცხადონ“- განაცხადა ბათაიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ეს განცხადებები რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, საჭიროა, კონკრეტული დოკუმენტების მიღება.

















