კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რამდენიმე პოლიტიკურ პარტიის ფინანსურ ოპერაციებში ხარვეზები და უზუსტობები დაფიქსირდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარტია „ახალ მემარჯვენეებს“ არასწორად აქვს დადეკლარირებული საბიუჯეტო შემოსავალი 22 283.76 - მუხლი 1.1.3-ის ნაცვლად ის 1.1.3.1 მუხლში უნდა იყოს ასახული, შესაბამისად, 1.1.3 მუხლში უნდა აისახოს ჯამური თანხა 34 391 7. მათი ცნობით, პარტიას არ აქვს წარმოდგენილი „ვითიბი ბანკის“ ანგარიშის IBAN ნომერი.
„არ არის დადეკლარირებული „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გადარიცხული 709.36 ლარი, საარჩევნო სისტემების განვითარების ცენტრიდან მიღებული სახსრების დიდი ნაწილი. კერძოდ, 10,666 ლარი გატარებულია სხვა ხარჯებში (ბანკის ამონაწერიდან შეიძლება დასკვნა გაკეთდეს, რომ ამ თანხიდან 9437.95 ლარი გაიხარჯა საწვავის შესაძენად), თუმცა, საწვავი რომელიმე მივლინებას, ან რეგიონული პროექტის დაფინანსებას არ არის მიკუთვნებული“- აღნიშნულია განცხადებაში.
კონტროლის პალატის განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ შემთხვევაში, საბალანსე ტოლობა არ სრულდება - აქტივების მხარეს 51 012 ვალდებულებებისა და კაპიტალის მხარეს - 137,519.91 ფორმა N7 საბალანსო ანგარიშგებაში 51 012.7 ლარი საკუთარი კაპიტალის ნაცვლად უნდა ეწეროს 35494,51 დაუფარავი ზარალი.
„არ ემთხვევა აქტივების ნაშთი - 46 570 აქვს საბალანსო ფორმაში, ხოლო ფორმა N9-ში წარმოდგენილია 47 878 ლარი დადეკლარირებულია ზედმეტი საიჯარო ქირის ხარჯი, რომელიც საბანკო ამონაწერიდან არ დასტურდება. დეკლარაციაში არ ჩანს აუდიტორის მომსახურება 200 ლარი“ - აღნიშნულია განცხადებაში.

















