საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების” წევრი ნიკა ლალიაშვილი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.
დღემდე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე „ქრისტიან-დემოკრატების” ყოფილი წევრი რატი მაისურაძე იყო, რომელიც ფრაქცია „ძლიერ საქართველოში“ გადავიდა.

















