სტრასბურგში ევროსაბჭოს 122-ე მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე წარადგენს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატი, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე მიესალმება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ლორთქიფანიძე შესაძლოა, მისი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წევრი გახდეს.
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილე მინ ჟუმ სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის თემაზე - „გლობალური ეკონომიკა-სავალუტო ფონდის ხედვები“ საჯარო ლექცია წაიკითხა.
იემენში მომხადრი ტერაქტის შედეგად 50 სამხედრო დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როცა ჯარისკაცები ხვალ დაგეგმილი სამხედრო აღლუმისთვის გენერალულ რეპეტიციას გადიოდნენ.
საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას იტალიური მხარისგან საპროტესტო მიმართვა არ მიუღია. ამასთან დაკავშირებით „ნიუსპრესს“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განუცხადა.
ასოციაცია „სტუდია რეს“-ს თანამშრომლები გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში განთავსებულ საკუთარ ოფისში კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ თანამშრომლებმა უკვე შეუშვეს.
კოალიცია „ქართული ოცნება“ 27 მაისს დაგეგმილ აქციაზე პროვოკაციას არ გამორიცხავს. ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ტრდიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიციის დავალებით, მოქალაქეებს ტელეფონით უკავშირდებიან და 27 მაისის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში ასოციაცია ,,სტუდია რეს“ თანამშრომლებს არ უშვებენ. როგორც ჟურნალისტებს ,,სტუდია რეს“ დირექტორმა მამუკა ყუფარაძემ განუცხადა, აღნიშნულ შენობაში სამწლიანი იჯარით აქვს ფართი აღებული.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო საზოგადოებას ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ცემის ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელ მამუკა ქარდავასთან დაკავშირებულ ინცინდენტზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.