საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ვაშაკიძის თქმით, საქართველოს დელეგაცია 21-23 მაისს სამუშაო შეხვედრებს ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროში გამართავს.
შეხვედრებზე საქართველოსა და ესპანეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საკითხების ფართო სპექტრიი განიხილება.
ვაშაკიძის განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დაეთმობა.
მისივე თქმით, საქართველო და ესპანეთი საკითხებს მრავალმხრივი თანამშრომლობის ისეთ ფორმატებში განიხილავენ, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი.

















