პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ 26 მაისსთან დაკავშირებით დაგეგმილ „სახალხო კრების“ ღონისძიებებზე დასწრებას არ აპრებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენცაიზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანკიჯიძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები 27 მაისის აქციაზე არიან კონცენტრირებული.
ამასთან, მისი თქმით, მისასალმებელია ყველა ღონისძიება, რომელიც მოქმედი რეჟიმის დამარცხებისკენაა მიმართული.
„მთელი ყურადღება მიმართული გვაქვს 27 მაისზე. მივესალმებით ყველა აქციას, რომელისაც ექნება კეთილშობული მიზანი, ემსახურება ოპოზიციური აზრის გამარჯვებას საქართველოში და მიმართულია ამ ხელისუფლების დასასრულისკენ“- აღნიშნა ფანიჯიკიძემ
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას 27 მაისის აქციაზე დასწრებისკენ და იმედი გამოთქვა, რომ 27 მაისს საქართველო ერთ მუშტად შეიკვრება და არსებულ რეჟიმს პოლიტიკური ბრძოლას გამოუცხადებს.
„სახალხო კრება“ 21-26 მაისს სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს და მათზე დასასწრებად ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას იწვევს.

















