პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანსა და ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარეს დიმიტრი ლორთქიფანიძეს შორის დღეს, პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ევროპის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულები ხვალ დაჯილდოვდებიან. როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს, საზეიმო ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ერთი მეზღვაური ISAF-ის მისიისთვის ქართველი სამხედროების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოეს.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა გიორგი გუგავამ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლესა“ და „კონსერვატიული პარტიის“ წევრის ლაშა ჩხარტიშვილის ორგანიზებით, თბილისში ზანდუკელის #4- თან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მექსიკაში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გამართულ ტელედებატებში მონაწილე სტუმრებს პროდიუსერებმა ბოდიში ერთ-ერთი თანაწამყვანის „ღრმა დეკოლტეს“ გამო მოუხადეს.
საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა „კონსერვატორულმა პარტიამ“ კოალიციის შექმნა ვერ მოახერხა. ამის შესახებ განცახდებას პარტიის თავმჯდომარე ანტონი სამარასი აკეთებს.
საქართველოში ფერმერთა მომსახურების 12 ახალი ცენტრი ამოქმედდება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
პარლამენეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კონრად ადენაუერის ფონდში გამართულ შეხვედრაზე კოალიცია "ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.