ევროპის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულები ხვალ დაჯილდოვდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს, საზეიმო ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება.
კონკურსში გამარჯვებულებს პერსონალური კომპიუტერები და წიგნები სერიიდან ,,100 ადამიანი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო” გადაეცემათ.
კონკურსი „ევროპის დღე“, განათლების სამინისტროს ინიციატივით, 11 აპრილს გამოცხადდა. მასში მონაწილეობა დედაქალაქში არსებულმა ყველა საჯარო სკოლამ მიიღო.
ფოტო და ნახატების კონკურსში - „თბილისი ევროპული ქალაქი” I-VI და VII-XII კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ. თითოეული სკოლიდან საუკეთესო 2-2 ნახატი და ფოტო სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.
მოსწავლეებს „მე ვიცნობ ევროპას“ ვებ-კონკურში მონაწილეობის საშუალებაც ჰქონდათ, სადაც 70 კითხვიდან ყველაზე მეტი სწორი პასუხის მქონე გამოვლინდა.
ევროპის დღის აღნიშვნა სათავეს 1950 წლიდან იღებს. საფრანგეთის საგრეო საქმეთა მინისტრი რობერტ შუმანი პარიზში, ევროპული ინტეგრაციის იდეით გამოვიდა. ამდენად, 9 მაისი ევროპის კავშირის დაბადების დღედ არის მიჩნეული. ამ დღეს ევროპაში ოფიციალური ღონისძიებები, ფესტივალები და გამოფენები ეწყობა.

















