საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა „კონსერვატორულმა პარტიამ“ კოალიციის შექმნა ვერ მოახერხა. ამის შესახებ განცახდებას პარტიის თავმჯდომარე ანტონი სამარასი აკეთებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი კოალიციის შექმნის უფლებას არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ „რადიკალურ მემარცხენე ძალთა პარტიას “ მისცემს.
თუ კოლიციას აღნიშნული პარტიაც ვერ შექმნის, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნები ისევ გაიმართოს.
საბერძნეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების საკმარისი რაოდენობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ დააგროვა. საბერძნეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტი 19% „კონსერვატორულმა“ პარტიამ მიიღო, 13%-მა მხარი „სოციალისტურ მოძრაობას“ დაუჭირა, ხოლო 17%-მა ხმა „რადიკალურ მემარცხენე ძალთა“ პარტიას მისცა.
საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 6 მასს გაიმართა.

















