რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირომ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მედვედევის კანდიდატურა სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალურად გუშინ წარუდგინა.
პუტინმა და მედვედევმა მიმდინარე წლის 4 მარტს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ფაქტობრივად თანამდებობები გაცვალეს.
ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია მოსკოვში გუშინ გაიმართა. ცერემონიას 3 ათასზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.

















