საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, კასპში 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გელა თიგიშვილის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.
თბილისის მეტროპოლიტენი ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „ახმეტელის თეატრის“
მაშველებმა სვანეთში მწვერვალ თეთნულდის ფერდიდან მომწყდარი ოთხი რუსი ალპინისტი აღმოაჩინეს და მესტიაში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს ვლადიმერ სმირნოვს ფეხი აქვს მოტეხილი.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს თანაბრად აკისრებს.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს მიმართვის დროს მათზე დაკისრებული მოვალება კიდევ ერთხელ შეახსენა.
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგალიო მარფილმა წერილები გაიცვალეს.
საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის დაგვიანების მიზეზად პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლების უმოქმედობას ასახელებს.
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს დალი ხომერიკს მოქალაქე ირაკლი გადელიას საცხოვრებელი პირობების შესწავლას სთხოვს.
სვანეთში მწვერვალ თეთნულდის მიდამოებში ოთხი რუსი ალპინისტის სამაშველო სამუშაოები დღეს განახლდა. სამაშველო ოპერაციაში დღეს ვერტმფრენი ჩაერთვება, რომელშიც მაშველთა ჯგუფი და ექიმი იმყოფება. სავარაუდოდ, 14.00 საათისთვის ისინი მწვერვალ ონისაზე დაეშვებიან.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატის შეცვალას არ გამორიცხავს.
პარტიია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ვახტანგ ლოლაძისა და ჯემალ გიგინეიშვილის პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „კოალიცია სამართლიანობისთვის“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს 2008 წლის რუსული ოკუპაციის თემატიკაზე შექმნილი ახალი ვიდეომასალა გადასცა.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომხდარი ძალადობის ფაქტების სრულყოფილად შესწავლას და მათ ობიექტურ შეფასებას სთხოვს.