სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ინიციატივით, მარიამობის დამდეგ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებმა ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლეს.
ჟინვალის რწმუნებულის ბესო ბუზალაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე ცნობილია. მოქალაქე ზურაბ ბადაგაძე პოლიციის სამმართველოში საკუთარი ნებით გამოცხადდა.
დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალში მკვლელობა მოხდა. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დაუდგენელი პირის მიერ მოკლულია ჟინვალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბესო ბუზალაძე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დღეს ამბროლაურში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან.