პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა აქციის გამართვასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განაცხადი შეიტანეს.
ამის შესახებ „ფეისბუქზე“ კოალიციის ოფიცილურ გვერდზეა აღნიშნული.
კოალიცია აქციას ზუგდიდში 9 სექტემბერს გეგმავს. მუნიციპალიტეტის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
თავის მორიგ აქციას „ქართული ოცნება“ დღეს ამბროლაურში მართავს. კოალიციის მსგავსი ღონისძიებები საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე დიდ ქალაქში უკვე შედგა.

















