„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ბერლინში აღმოსავლეთ ევროპის „ქრისტიან-დემოკრატი“ ლიდერების შეხვედრას ესწრება.
ღონისძიებაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის „ქრისტიან-დემოკრატთა ასოციაციის“ ორგანიზებით მიმდინარეობს, ყოფილი სოციალისტური ბანაკის 20-მდე პოლიტიკური ლიდერი მონაწილოებს.
ქდმ-ს საერთაშორისო მდივანი შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და დამსწრე საზობადოებას საქართველოში მიმდინარე მოვლენები, წინასაარჩევნო ვითარება და ქვეყანაში არსებული პრობელემების გადაწყვეტის „ქრისტიან-დემოკრატისეული“ ხედვა გააცნო.
"დღეს საქართველო გზაგასაყარზეა, სადაც არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის ბედი წყდება. მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული მთელი კავკასიის დემოკრატიული პერსპექტივა" - განაცხადა რუხაძემ.
ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის „ქრისტიან-დემოკრატთა“ ყრილობას ქართველი „ქრისტიან-დემოკრატები“ თბილისში, 22–23 სექტემბერს უმასპინძლებენ.
გერმანიაში ვიზიტამდე, „ქრისტიან-დემოკრატების“ საერთაშორისო მდივანი ჰოლანდიის ქალაქ ამერსფურტში ევროპელი „ქრისტიან-დემოკრატების“ მმართველი საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა.
მოგვიანებით კი, რუხაძე ამერიკის შეერთბულ შტატებში, ფლორიდის შტატაში გაემგზავრება, სადაც ქალაქ ტამპაში ამერიკის „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობას დაესწრება.

















