ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა საველე ექსპედიციების ანგარიში და არტეფაქტების გამოფენა გაიმართება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ, 17 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობა, ოკუპაციის შესახებ კანონის გადახედვის წინააღმდეგია.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე დღეს, თბილისში ჩასატარებელი, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, ახალი მთავრობის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფების შესახებ განცხადებას ხალხის მოტყუებად აფასებს და აცხადებს,
ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში, ხვალ, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება.
ჯანო კახიძის მუსიკალურ ცენტრში, ხვალ სრულიად საქართველის კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართება.
კომპანია „პეპსის“საახალწო გათამაშებას უკვე ათასობით გამარჯვებული ჰყავს. გამარჯვებულებს 25 დეკემბერს, 14.00 საათზე პრიზების გაცემის პუნქტში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „სმარტში“, კომპანიის მენეჯმენტი პირადად დააჯილდოვებს.
მოქალაქეებისათვის, რომელთაც სხვადასხვა დროს პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები (პასპორტი, პირადობის მოწმობა და სხვა) გააყალბეს, ამნისტია, რომელიც 2011 წლის ივნისში გამოცხადდა, 2012 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით, პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესს იწყებს.
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9352 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით მეტია.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქე ლევან ბერიძე დააკავეს.
ორგანიზაცია GRASS-ი, ბოლო დღეების განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის არსებულ უკიდურესად ნეგატიურ რიტორიკასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.