სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე დღეს, თბილისში ჩასატარებელი, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, უმაღლესი მიღწევების სპორტის სამმართველოს უფროსი ზურაბ ბაქრაძე, ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები გიორგი ესაკია, გიორგი ხაჩიძე და იმ სპორტის სახეობების ფედერაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, რომლებშიც „თბილისი 2015-ის“ ფარლგებში შეჯიბრებები გაიმართება.
ახალგაზრდულ ფესტივალზე ჩემპიონები 9 სპორტის სახეობაში გამოვლინდებიან, აქედან 3 გუნდური სახეობაა, 6 კი ინდივიდუალური.
სამივე გუნდურ სახეობაში ქართული გუნდები ვაჟთა და გოგონათა ნაკრებებით წარდგებიან.