საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით, პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესს იწყებს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დღეს ,,პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი ინიციატივის ფარგლებში მოხდება-საკანონმდებლო მზაობის შექნა პროფესიული ინკლუზიური განათლებისათვის, პორფესიულ სასწავლებლებში ადექვატური ფიზიკური და სასწავლო გარემოს შექმნა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის, პროფესიულ სასწავლებლებში სსმ პირთა ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ადამინური რესურსის განვითარება, დამსაქმებელთა დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა, წინაპროფესიული განათლების კომპონენტების პილოტირება საჯარო სკოლებში, რაც საჯარო სკოლებში სამეწარმეო პროექტების ინიცირებას გულისხმობს და ახალი საგნის ,,შრომითი უნარჩვევების” პილოტირებას 10 საჯარო სკოლაში.
პროექტის პრეზენტაციას სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციბი, სახალხო დამცველის აპარატის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები და დონორები ესწრებოდნენ.