სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი სამხარეო მთავარი პროკურორი როლანდ ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.
ინფორმაცია ამის შესახებ „ნიუსპრესს“ მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმე თანხისა და უძრავი ქონების გამოძალვას ეხება.
ახალაია მოწმის სტატუსითაა დაბარებული. ის პარლამენტის დეპუტატია.