მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9352 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 2179 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი – 7173 მლნ. აშშ დოლარს.
ქვეყნის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმაკი, საანალიზო პერიოდში 4995 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.