საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 1.6433 ნიშნულზე გამყარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს ძალაში შევიდა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი - 1 აშშ დოლარი/1.6433 ლარი.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი ჭიათურაში პატარიძის სახელობის მაღაროს ეწვივნენ და მუშების მდგომარეობას გაეცნენ.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების” ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი დღეს ლოტკინის მთაზე, ბოშათა დასახლების ამომრჩევლებს შეხვდა.
აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს 11 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში ეწვევა, აცნობეს „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოში.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახი კალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს - 16 მლნ. 944 ათას 460 ლარით დაჯარიმებას, პოლიტიკურ-სამართლებრივ შიზოფრენიას უწოდებს ადვოკატი შალვა თადუმაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახა კალაძის უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო და ჯარიმის სახით 16 944 960 ლარი დააკისრა.
გორის საფეხბურთო გუნდმა „დილამ“ საქართველოს ქართული ფეხბურთის აღზევების იმედი დაუბრუნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ში პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გვერდზე განთავსებულ მილოცვაშია აღნიშნული.
თბილისის საქალაქო სამსამართლოში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ რადიო „ჰერეთის“ სარჩელი 16 აგვისტოს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე განიხილება.
ლონდონის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალში იჭიდავებს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში იაპონელ სპორტსმენს სინიჩი იუ მოტოს დაძაბულ შეხვედრაში სძლია.
კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ კვლავ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა რჩება.