logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ამერიკელი სენატორი ლუგარი საქართველოს დღეს ეწვევა
ამერიკელი სენატორი ლუგარი საქართველოს დღეს ეწვევა
10:18 11.08.2012
აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს დღეს დღის მეორე ნახევარში ეწვევა, აცნობეს „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოში.
ხვალ, თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ საცნობარო ლაბორატორიას სენატორ ლუგარის სახელი მიენიჭება.
ოფიციალურ ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სენატორი რიჩარდ ლუგარი და აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწე ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური პროგრამების განხრით ენდრიუ ვებერი დაესწრებიან.
აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ლაბორატორიას სენატორ ლუგარის სახელი მსოფლიოში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხის შემცირების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური საცნობარო ლაბორატორია შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებმა სენატორების ნანისა და ლუგარის „საფრთხის შემცირების პროგრამის” ფარგლებში შექმნეს.
„თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიის მიზანია გააძლიეროს და განავითაროს საზოგადოებრივი და ცხოველთა ჯანდაცვა ინფექციურ დაავადებათა აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და კვლევის გზით და ამით სარგებელი მოუტანოს საქართველოს, კავკასიის მთელი რეგიონისა და მსოფლიო საზოგადოებას“ - აღნიშნავს საელჩო.
სენატორი ლუგარი და თავდაცვის მდივნის თანაშემწე ვებერი ხვალ, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში.
შენობაში განთავსდება აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის, აგრეთვე უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევითი ინსტიტუტის ოფისები.
აშშ-ს საელჩოს ცნობით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური საცნობარო ლაბორატორია და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ახალი ეროვნული ცენტრი გახდება რეგიონული სასწავლო ცენტრი, აგრეთვე, ეპიდზედამხედველობის ლაბორატორიების გლობალური ქსელის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომლის ფუნქცია შესაძლო ლეტალური შედეგების მქონე დაავადებების ადრეული აღმოჩენა იქნება.
სენატორი ლუგარი და აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწე ენდრიუ ვებერი საქართველოდან ხვალ გაემგზავრებიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა