გორის საფეხბურთო გუნდმა „დილამ“ საქართველოს ქართული ფეხბურთის აღზევების იმედი დაუბრუნა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ში პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გვერდზე განთავსებულ მილოცვაშია აღნიშნული.
საფეხბურთო კლუბი ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპის ბოლო საფეხურზე გადავიდა და ფლეიოფში ითამაშებს.
„გორელებმა კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს ქართული სპორტის გულშემატკივრებს. ამ წარმატებას ვულოცავ როგორც გუნდს, ისე გორელებს და გამარჯვებებს მონატრებულ ყველა ქართველ გულშემატკივარს. ამ გამარჯვებით, ქართული ფეხბურთის აღზევების იმედი დაგვიბრუნა“ - ნათქვამია მილოცვაში.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ქართველთათვის ჩვეული შემართებით და ჟინით, „დილა“ ყველა ბარიერის გადალახვას შეძლებს და გაიმარჯვებს.
„დილამ“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში გუშინ კვიპროსის გუნდი „ანორთოსისი“ 3:0 დაამარცხა.

















