logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სასამართლომ კახა კალაძეს 16 მლნ. 944 ათას 960 ლარის გადახდა დააკისრა
სასამართლომ კახა კალაძეს 16 მლნ. 944 ათას 960 ლარის გადახდა დააკისრა
18:56 10.08.2012
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახა კალაძის უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო და ჯარიმის სახით 16 944 960 ლარი დააკისრა.
როგორც სასამართლოს სხდომაზე აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა განმარტეს, კახა კალაძის მიერ 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე, პირადი ანგარიშებიდან გატანილია 3 388 992 ლარი, რომლის ხარჯვითი ნაწილიც არ საბუთდება.
შესაბამისად, აუდიტის სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნულ თანხას კალაძე ფიზიკურ პირებზე გასცემდა, რომლებიც თანხას კოალიციაში შემავალი პარტიების ანგარიშებზე შემოწირულობის სახით რიცხავდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აუდიტის სამსახურს კონკრეტული მტკიცებულებები არ წარუდგენია.
კალაძის ადვოკატის შალვა თადუმაძის განცხადებით, დეპუტატობის კანდიდატს აღნიშნული თანხიდან თავად დაახლოებით, 300 000 აშშ დოლარი აქვს გამოყენებული, დანარჩენი თანხა კი, მისი სახელით მამამისმა კარლო კალაძემ გაიტანა.
თადუმაძე განმარტავს, რომ კალაძემ მამას ეს თანხა ოჯახის საჭიროებისამებრ მოხმარების მიზნით, საჩუქრად გადასცა.
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კალაძეს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები აქვს, აუდიტის სამსახურს არ აქვს უფლება მისი პირადი ანგარიშები აკონტროლოს მანამ, სანამ ის საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტი ოფიციალურად არ გახდება.
შესაბამისად, თადუმაძემ აუდიტის სამსახურის მიერ ბრალდებების ბათილად ცნობა მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
დღესვე, შალვა თადუმაძემ მოსამართლე კობა გოცირიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილის ჯარიმის სახით 126 მლნ. ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. თადუმაძე აცხადებდა, რომ წინა პროცესის გათვალისწინებით, გოცირიძე ობიექტურ გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა. თუმცა, სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
კახა კალაძეს დღეს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება 48 საათის განმავლობაში შეუძლია.
„ნიუსპრესის“ ინფორმაციით, 9 აგვისტოს, გვიან ღამით სახელმწიფო აუდიტის სამსხურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კახი კალაძის მიმართ 17 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმის გამოყენებისა და უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების შესახებ განაცხადით მიმართა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 აგვისტოს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს ანგარიშებიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დასახელებულ პერიოდში ივანიშვილმა 5.552.135, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი გაანაღდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა