საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ახალ დეტალებთან დაკავშირებით, 12.00 საათისათვის სოფელ ლაფანყურში საგანგებო განცხადების გაკეთება იგეგმება.
საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს, რომლის შინაარსი ჯერ არ ხმაურდება.
აშშ-ს საელჩო დღეიდან შეერთებული შტატების ვიზის მისაღებად საჭირო განაცხადის შეტანის ახალ პროცედურებს ნერგავს. ამის შესახებ აშშ- საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგადასახადო დავებისა და საგადასახადო აუდიტის თემებზე მორიგ შეხვედრას გამართავს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული ფორმატით სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის მიღებაზე საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ პოზიცია, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ამის შესახებ რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარედ, ლაფანყურის ტყეში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერაიამ განაცხადა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო უწყება არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბოევიკების ჯგუფი საქართველოში დაღესტნიდან გადავიდა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენები საქართველოში მსგავსი ქმედების განხორციელების ნებისმიერი მსურველისთვის ძალიან კარგი გაკვეთილია.