საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგადასახადო დავებისა და საგადასახადო აუდიტის თემებზე მორიგ შეხვედრას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციიდან აცნობეს, რეგიონებში შეხვედრები პროექტის - „ბიზნესისთვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.
შეხვედრაში ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ, USAID-ისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით ფინანსდება.

















