თბილისის ზოგიერთ დასახლებას დღეს წყლის მიწოდება შეუწყდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზი 1 400 მმ-იან VII მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ამ მიზნით, დღეს 11:00 საათიდან 31 აგვისტოს 11:00 საათამდე წყალმომარაგება სოფლებს -გლდანსა და გიორგიწმინდას შეეზღუდება.
ამავე პერიოდში შეზღუდვა გლდანულას, გაზის, ცენტროლიტის, კონიაკისა და მუხიანის სამხედრო დასახლებებს და მიმდებარე აგარაკებს, ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთისა და რევოლუციის ქუჩებს შეეხება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალი ასევე, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს და თემქის III მიკრორაიონს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს, „ჰაიდელბერგცემენტის“ ბეტონის ქარხანას არ მიეწოდება.

















