მთაწმინდის რაიონის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი არჩილ გეგენავა თავის კონკურენტს - ზაზა პაპუაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჩივრით მიმართავს ხაშურის #35 საოლქო საარჩევნო კომისიას და ხაშურის #3, #5, #10, #19, #45 და #46 უბნების შედეგების ბათილობას ითხოვს.
პლურალიზმის ცენტრების ქსელი ხვალ სასტუმრო „ამბასადორში“ პრესკონფერენციას გამართავს და საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შედეგებზე დასკვნას წარადგენს.
ხაშურში მე-3 საარჩევნო უბანთან ვითარება დაძაბულია.
ტელეკომპანია „მე-9-ე არხის“ ეთერში გასული კადრების თანახმად, ხაშურის ერთ-ერთ საარჩევო უბანზე სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ამომრჩევლებს, დამკვირვებლებს, პოლიტიკური სუბიექტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მოუწოდებს ხმების წყნარ და მშვიდ ვითარებაში დათვლისთვის ერთმანეთს ხელი მაქსიმალურად შეუწყონ.
ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წევრი ინდრეკ ტარანდი აცხადებს, რომ ის საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს რამდენიმე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა და
კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებიც თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილი, კოალიციის თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მიმართეს.