ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წევრი ინდრეკ ტარანდი აცხადებს, რომ ის საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს რამდენიმე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა და
საკმაოდ დიდი გახსნილობის და გამჭვირვალობის შთაბეჭდილება დარჩა.
ამის შესახებ მან დღეს ცესკო-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უცხოელი დამკვირვებლის თქმით, ამომრჩევლებისა და კომისიის წევრების მხრიდან იგრძნობოდა სურვილი, რომ კანონის შესაბამისად ემოქმედათ.
არჩევნეზე დადებითი შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს ფრანგმა დამკვირვებელმა ფრანჟან მარი ბოკერმაც გაუზიარა.
„ჩემზე შთაბეჭდილება არჩევნების კარგმა მიმდინარეობამ მოახდინა, ასევე, საარჩევნო უბნების კარგმა ორგანიზაციამ“-განაცხადა მან და დასძინა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში ქალები ჭარბობდნენ.
ფრანგი დამკვირვებელი განმარტავს, რომ ის პირადად არც ერთ ინცინდენტს არ შესწრებია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს 61 უცხოური ორგანიზაცია აკვირდებოდა.

















