საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით კომპანია GFK-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად,
პროპორციული სისტემით არჩევნებში შედეგები ასე გადანაწილდა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალს " - 33%; „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" - 33%; „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" - 2%; „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 1%; პასუხის გაცემისგან გამოკითხულთა - 30%-მა თავი შეიკავა.
მაუწყებლის ინფორმაციით, GFK-ს მიერ შერჩეული მეთოდოლოგია 3 პროცენტის ფარგლებში მაქსიმალურ ცდომილებას იძლევა.
GFK-მ ეგზიტპოლი საქართველოს მასშტაბით 229 საარჩევნო უბანზე ჩაატარა.

















