ხაშურში მე-3 საარჩევნო უბანთან ვითარება დაძაბულია.
ტელეკომპანია „მე-9-ე არხის“ ეთერში გასული კადრების თანახმად, ხაშურის ერთ-ერთ საარჩევო უბანზე სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
ამასთან, კადრებში ისმის საუბარი იმის თაობაზე, რომ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები გამოიყენა, ასევე გამოყენებული იქნა გაზი.
ამასთან, ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
როგორც „მე-9 არხი“-ს კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, რომ უბნიდან აღნიშნულმა პირებმა საარჩევნო ყუთი წაიღეს.

















