ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები ხელისუფლებას მუშაობის საშუალების მიცემას სთხოვენ. ამის შესახებ „მაესტროს“ ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი,
„ღია დემოკრატიის ინსტიტუტის“ მოწვევით, საქართველოში მყოფი კანადელი ჟურნალისტი სტეფან ბანდერა Must Carry-ის შესახებ კანონმდებლობას საქართველოს საარჩევნო კანონის ნაწილად აფასებს.
სირიაში მოქმედი პოლიტიკური მოძრაობა „მუსულმანი ძმები“ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს, ირანს და გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს სირიაში კოფი ანანს აკისრებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია „ქართული ოცნების” მიერ 15 ივლისს გორში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან.
„ღია დემოკრატიის კომიტეტის“ მოწვევით, საქართველოში მყოფი კანადელი ჟურნალისტი სტეფან ბანდერა, გორის რაიონის სოფელ კარალეთში ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტს გმობს.
პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ გორში შიდა ქართლის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდიდატები დაასახელა.
გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში გუშინ გორის სამხედრო ნაწილიდან 19 წლის ჯარისკაცი, კობა მახარაშვილი ჩააასვენეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია პირში აქვს მოხვედრილი.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი კოფი ანანი სირიის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ.