რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი კოფი ანანი სირიის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა მოსკოვში 16 ივლისს გაიმართება, სადაც მხარეები სირიაში შექმნილ ვითარებასა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე იმსჯელებენ.
სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება უკვე ერთ წელზე მეტია გრძელდება, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი შეეწირა.
სირიის ოპოზიციის ინფორმაციით, ხელისუფლების მომხრე საჯარისო შენაერთების მიერ მხოლოდ გუშინ 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული.

















