ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ თბილისის მერიას ქალაქის რეკონსტრუქციის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას სთხოვს.
პოლიტიკური პარტია „ქართული დასი“ წინასაარჩევნოდ თანამშრომლობის პერსპექტივებზე „სახალხო კრებასთან“ და კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა, თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატი ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები შალვა თადუმაძეს და ალექსანდრე ბარამიძე სააპელაციო სასამართლოს სუბიექტურობაში ადანაშაულებენ.
კომპანია „გლობალ ტვ“-ს მეწილის, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ალექსანდრე რონჟესს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით იკითხება.
საქართველოს სახალხო დამცველი ხელისუფლებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ მოუწოდებს.
კომპანია „გლობალ-ტვ“-ს ამერიკელ მეწილეს ალექსანდრე რონჟესს ადვოკატი ლილი გელაშვილი უკვე ხვდება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ თავად გელაშვილმა შესვლამდე განუცხადა.
შსს-ს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა დღეს 2007-2011 წლებში დაფიქსირებული ოჯახური ძალადობის, ოჯახური კონფლიქტების, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
პარტია „ქართული დასის“ ორგანიზებით, 16 ივნისს ბათუმში აჭარის მოსახლეობის სამოქალაქო საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ დღეს „ნიუსპრესს“ „ქართული დასის“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა.
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა მიიჩნევს, რომ მას და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შორის აზრთა ძირითადი სხვაობა ნატო-სადმი დამოკიდებულებაშია.