საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებები ხვალ კამპანიის - „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციების მიერ პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადებებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენლები ქუთაისში, პარლამენტის ახალ შენობაში 26 მაისის დაგეგმილ პლენარულ სხდომას დაესწრებიან და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას შეეცდება.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე სტატუს-კვოს აღდგენა ქართული საზოგადოების აქტიურობის და მგრძნობიარე დამოკიდებულების შედეგია - ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ საქართველოში კრედიტებზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია და ქართული საბანკო სექტორი ეკონომიკის ხარჯზე იზრდება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებლის გელა მთივლიშვილის დაპატიმრებისა და ცემის ფაქტზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს.
ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ყოფილი დირექტორი დავით ზილფიმიანი, ახალი დირექტორის ვასილ კობაიძის წარმომადგენლებს ტელევიზიის საეთერო სტუდიის კარის გატეხვაში ადანაშაულებს.
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსის მქონე პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო მოხელედ შეუძლია იმუშაოს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დღეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლევენთ მურათ ბურჰანს შეხვდა.
ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ყოფილი დირექტორის დავით ზილფიმიანის განცხადებით, ახალი დირექტორის ვასილ კობაიძის წარმომადგენლებს ტელეკომპანიიდან იურიდიული და ფინანსური დოკუმენტაციის გატანა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გარეშე სურთ.
„ლეიბორისტული პარტია“ პირობას დებს, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველო ნატოში და სხვა სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში არ გაწევრიანდება.
საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოთა მომსახურების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მათ ცალკეული სანოტარო ფუნქციები მიენიჭებათ და როგორც ლეგალურად, ისე არალეგალურად მყოფ მოქალაქეებს მოემსახურებიან.
მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ტელეკომპანია „პირველი სტერეოსა“ და სამაუწყებლო კომპანია ,,სტერეო პლუსის“ დამფუძნებელ დავით ზილფიმიანს მხარს უჭერენ.